მოსაშვილის ქუჩაზე ექსპერტ–კრიმინალისტებმა ძირითადი სამუშაოები დაასრულეს. ადგილიდან ტყვიის ცხრა მასაა ამოღებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, დაახლოებით 19:00 საათზე მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა უმეტესობა აღნიშნავს, რომ გასროლის ხმა ყრუდ ისმოდა.
თვითმხილველთა ნაწილი ამბობს, რომ ინციდენტში სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა, გასროლა კი ავტომობილიდან ერთ–ერთი ქვეითად მოსიარულე მამაკაცის მიმასამართით განხორციელდა, რის შემდეგაც იყო უკვე ყვირილის ხმა და სავარაუდო მსროლელი ავტომობილში მყოფ სხვა პირებთან ერთად მიიმალა.
მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.