სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - გუშინ ხალხს ურცხვი ტყუილები მოუყევით ისევე, როგორც ოროსანი ბავშვები იმართლებენ თავს გაკვეთილის უცოდინარობისთვის

შეშინებულებმა იმსჯელეთ თუ რა ქნათ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა ვერაფერი მოიფიქრეთ და ხალხს ურცხვი ტყუილები მოუყევით ისევე, როგორც ოროსანი ბავშვები იმართლებენ თავს გაკვეთილის უცოდინარობისთვის, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა და გუშინდელ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას გამოეხმაურა. მისი თქმით, ხელისუფლებაში სერიოზული კრიზისია.

„თქვენ ხშირად საუბრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ქვეყანაში ცდილობს დესტაბილიზაციის შემოტანას, ცდილობს არეულობის მოწყობას. სინამდვილეში კი, მიჩნდება განცდა, რომ იმ უძრაობის ჭაობში ჩაფლულ ქვეყანაში, როგორც დღეს საქართველოა, ცდილობთ არეულობის აჩრდილი თქვენ თვითონვე შექმნათ და თავად უკეთებთ დემონიზებას ოპოზიციურ პარტიებს, რადგან გგონიათ, რომ ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაში. ეს ასე ვერ იქნება ორი მარტივი მიზეზის გამო. „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ასპარეზს 2012 წელს ორი მთავარი დაპირებით მოევლინა - სწრაფი გამდიდრება და სამართლიანი სისტემის შექმნა. დღეს ქვეყანა გაღატაკებულია. ამ ქვეყანაში არ არსებობს კანონის უზენაესობა და სამართალი. ეს არის ჩამოშლა ორი მთავარი საყრდენის, რომელიც გეგონათ შექმენით 2012 წელს. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქემ იცის, რომ ეს დაპირებები არის მტკნარი სიცრუე. სწორედ ამიტომ, თბილისის ქუჩებში გამოდის უამრავი მოქალაქე იმისთვის, რომ გააპროტესტოს „ქართული ოცნების“ მმართველობა და თქვენი ხელისუფლების პირობებში შექმნილი უიმედობა, რომელმაც დაიბუდა ყველა ქართველის გულში. როდესაც დათვლას იწყებთ თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა, იქ იწყება ყველაზე სერიოზული კრიზისი ხელისუფლების. ასე რომ, არ მიკვირს, რომ გუშინ 3 საათი შეიყუჟეთ პარტიაში, შეშინებულებმა იმსჯელეთ თუ რა ქნათ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა ვერაფერი მოიფიქრეთ და ხალხს ურცხვი ტყუილები მოუყევით ისევე, როგორც ოროსანი ბავშვები იმართლებენ თავს გაკვეთილის უცოდინრობისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა