პროკურატურაში ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანურ მოპყრობასა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენებაზე გამოძიება მიმდინარეობს

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჭიათურაში შსს-ს თანამშრომლების მიერ შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.

„დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს შსს ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ თ.გ.- ს, ზ. ნ. - ს, პ. კ. - ს, ლ. მ. - ს და სხვათა მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურებრივი უფლებასილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, სსკ-ის 144''' მუხლის მეორე ნაწილის "ა, ბ, დ, ე, ზ" ქვეპუნქტებითა და 332-ე მუხლის პირველი ნაწილით“, - აცხადებენ პროკურატურაში.

შეგახსენებთ, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი მეცხრე დღეა შიმშილობს. მათ გუშინ პროტესტის ნიშნად, პირი ამოიკერეს. მოშიმშილეები ჭიათურის პოლიციის უფროსის და მისი მოადგილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ. მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა.

აღნიშნულს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოეხმაურნენ. „თუ დადასტურდა, რომ ჭიათურაში, პოლიციელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, შს სამინისტრო მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - აცხადებენ სამინისტროში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი