ირაკლი კობახიძე - ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქვეყნისთვის გამართლებული არ იქნება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს გადაწყვეტილება გაუმართლებელი იქნება იმ კუთხითაც, რომ პარლამენტში ოპოზიციის რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.

„მე მგონია, რომ ქვეყნისთვის ამ ეტაპზე რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება არ იქნება სწორი. მათ შორის იმ თვალსაზრისითაც, რომ დღეს, თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ოპოზიციის რაოდენობა პარლამენტში, რომელიც დღეს 33-ს შეადგენს, შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. ამას ვამბობ ყოველგვარი სარკაზმის და ირონიის გარეშე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა გარემოება მიგვითითებს იმაზე, რომ სჯობს არ ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ასევე, პირობითად, დღეს თუ ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, ამ შემთხვევაში პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება კიდევ უფრო გადავადდება 2 წლით, რაც იქნება არასწორი მოვლენა. სხვადასხვა მიზეზებით, არ იქნება სწორი ქვეყნისთვის, განვითარებისთვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, - აღნიშნა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა