ზურაბ პატარაძემ კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

დღეს ჩვენს რეგიონს აქვს პატივი კიდევ ერთხელ უმასპინძლოს საერთაშორისო კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“, რაც მეტად სიმბოლურია, რადგან ბათუმი ისტორიულად ყოველთვის იყო და არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული ქალაქი, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ასევე აჭარის ტურისტულ მრავალფეროვნებასა და საინვესტიციო გარემოზე.

როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა გაწევრიანებულია და აქტიურად თანამშრომლობს ისეთ ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა „ევროპის რეგიონთა ასამბლეა“ და „ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი“. მისი თქმით, აჭარას გააჩნია მჭიდრო კონტაქტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების რეგიონებთან, ჩართულია სხვადასხვა ერთობლივ პროექტსა და ღონისძიებაში.

მე-15 საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით მონაწილეების მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ და ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა კრისტიან დანიელსონმა.

კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მონაწილეები იმსჯელებენ ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ მთავარ საკითხებზე. მათ შორის, ევროპის უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაზე, ევროკავშირსა და მის ასოცირებულ პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ ფორმებზე და საქართველოს როლის მნიშვნელობაზე რეგიონალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა