ნინო ბურჯანაძე - ჩვენი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილზე

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის დაასახელებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე.

„ლოგიკურია შეკითხვები, ვინ შეცვლის კვირიკაშვილს, მაგრამ მერწმუნეთ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს: გახარია, ბახტაძე თუ სხვა ვინმე. არც მაინტერესებს კანდიდატების გვარები. ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად მთავარი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც არ იცის ქვეყნის მართვა და პოლიტიკაში არაფერი არ იცის.

კვირიკაშვილის გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო ივანიშვილმა. ვის სჯერა, რომ კვირიკაშვილს რამე ეკითხებოდა ამ ქვეყანაში. ან ვის სჯერა, რომ მის შემცვლელს შეეკითხება ბიძინა რამეს?“ - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილმა ძალაუფლების დაკარგვის შიში იგრძნო და თავის გადარჩენას სამთავრობო ცვლილების გატარებით ცდილობს.

„როდესაც სარალიძე მაჩალიკაშვილის ერთ ამოძახილზე რუსთაველზე ათასობით ადამიანი გავიდა და მათგან უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ, მე მაშინ ვთქვი, რომ ეს იყო ივანიშვილის დასასრულის დასაწყისი. ზუსტად ასე მოხდა. ეს არის უკვე ჯაჭვი და ჯაჭური რეაქცია აუცილებლად გაგრძელდება. ძალიან მალე ივანიშვილი დასრულდება. ასე სამარცხვინოდ დაასრულებს ყველა ის ადამიანი, ვინც იქნება ხელისუფლებაში და შეეცდება ქვეყანა გადააქციოს საკუთარ ეზოდ და ხალხი ამ ეზოს მოსამსახურეებად. ჩვენი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს ბიძინა ივანიშვილზე და იმ საშიშ, მახინჯ სისტემაზე, რომელიც მან არათუ შეინარჩუნა, არამედ გააძლიერა. ხალხი ყოველთვის არ მოითმენს“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა