საქართველოს ეროვნულ ბანკს აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ტაკეჰიკო ნაკაო ეწვია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, ტაკეჰიკო ნაკაომ სამუშაო შეხვედრა გამართეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით პირველად იმყოფება საქართველოში.

მათი ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა და საბანკო სექტორში არსებული გამოწვევები, ასევე დოლარიზაციის შედეგები და მაჩვენებლები განიხილეს. კობა გვენეტაძემ და ტაკეჰიკო ნაკაომ ყურადღება გამახვილეს სამომავლო თანაშრომლობაზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ტაკეჰიკო ნაკაომ ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკის მტკიცე და მზარდ პარტნიორობას საქართველოსთან და ორგანიზაციის მისწრაფება დაადასტურა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში ტაკეჰიკო ნაკაო აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

„2007 წლიდან აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსების ოდენობა, დაახლოებით, 2.4 მილიარდი აშშ დოლარია.

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია,“ - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა