საკრებულოში შშმ პირთა მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, საინფორმაციო ხასიათის გამოფენა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოფენაზე თბილისის სოციალურ საწარმოებში დასაქმებულ შშმ პირთა და რვა სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლა-პანსიონის ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები იყო წარმოდგენილი. ღონისძიება მუსიკალურად პარაორკესტრმა გააფორმა.

ექსპოზიციას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

„უმნიშვნელოვანესია, ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ხოლო მეორე მხრივ, ღონისძიების მთავარი მიზანია - შშმ პირთა შესაძლებლობების წარმოჩენა, მათი საქმიანობის შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. მინდა, მადლობა გადავუხადო ღონისძიების ყველა მონაწილეს, განსაკუთრებით კი მათ, ვისი ხელითაც შექმნილი ნამუშევრები დღეს საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ვიხილეთ. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ ადამიანებს გვერდში დავუდგეთ. არაერთი პროგრამა ხორციელდება შშმ პირთა ხელშეწყობისა და მხარდაჭერის მიზნით და მომავალშიც, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალას არ დავიშურებთ, რომ ამ ადამიანებმა მაქსიმალური მხარდაჭერა იგრძნონ,“- განაცხადა გიორგი ბირბიჩაძემ.

ექსპოზიციაში მონაწილეობა მიიღეს სოციალურმა საწარმოებმა: "კოდალა"- ხის სათამაშოები და ნაკეთობები; „ბაბალე“- ხის და ტექსტილის სუვენირები და აქსესუარები; „სხივი“- ხის „განმავითარებელი“ სათამაშოები; „რეა“- კერამიკის ჭურჭელი და აქსესუარები; „სოციალური თერაპიის სახლი“- საკანცელარიო ნივთები; „ფეხსაცმელების საწარმო“- ტყავის ფეხსაცმელები და ჩანთები.

„რვა სპეციალიზებული პროფილის მქონე სკოლა-პანსიონის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთები, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოს მიერ, სოციალური ინკლუზიის ფარგლებში იყო წარმოდგენილი, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების თვითმყოფადობისთვის მახასიათებლების თემატიკაზე შეიქმნა. გამოფენაში, აგრეთვე, გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრმა ,,მერმისი“ მიიღო მონაწილეობა,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

საკრებულოს ცნობით, ღონისძიების მიზანი შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაცია, შშმ პირთა შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი საქმიანობის შესახებ ცნობიერებისა და თვითშეგნების ამაღლებაა. 14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლამენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა