დავით საგანელიძე - რუხის სავაჭრო ცენტრი, გარდა რეგიონის მრავალფუნქციური ჰაბისა, უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს

რუხის სავაჭრო ცენტრი, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, სპორტულ-კულტურული ღონისძიებებს მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საპარტნიორო ფონდიდან“ აცნობეს, ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“ სტუდენტების მარათონით გაიხსნა. გამარჯვებულები „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ დააჯილდოვეს. რუხის სავაჭრო ცენტრის ინიციატივით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხერო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სამეგრელოში, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრი ფესტივალი „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის ფარგლებში, მრავალფეროვან სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს გამართავს. რუხის სავაჭრო ცენტრში ერთთვიანი ფესტივალი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს მოიცავს. იგეგმება სხვადასხვა მუსიკალური მიმდინარეობის კონცერტები, ფესტივალები, კონკურსები, შეჯიბრებები, მარათონი, დაჯილდოებები, ფილმების ჩვენება, საბავშვო ღონისძიებები და ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლირება.

ინიციატივის მხარდამჭერები არიან კერძო კომპანიები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის, „ქართული ლუდის კომპანია“, „ზედაზენი“, რომელიც ფესტივალის განმავლობაში მასშტაბურ აქტივობებსა და პრიზების გათამაშებას გეგმავს.

„მოხარული ვარ, რომ ფესტივალი „გზა ერთობისკენ-რუხი 2018“ ენგურის ხიდიდან 600 მეტრში, სწორედ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმართება. დღეს რუხის სავაჭრო ცენტრი იძენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დატვირთვას. ამ ადგილას ერთი თვის განმავლობაში ჩატარდება სპორტულ-კულტურული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ურთიერთობების წახალისებას და კონტაქტების გამარტივებას. გზა ერთობისკენ უნდა გავიაროთ ღირსეულად. „საპარტნიორო ფონდმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აქ ერთი თვის განმავლობაში მოეწყოს ზეიმი. ეს ზეიმი იქნება მთელი საქართველოსთვის და მთელ საქართველოში ჩვენ აფხაზ ძმებსაც ვგულისხმობ. როცა ეს სავაჭრო ცენტრი შენდებოდა ბევრი სკეპტიკოსი ფიქრობდა, რომ ეს ადგილი არ იქნებოდა აქტიური, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ამ ინიციატივას გარდა იმისა, რომ ეს ადგილი არის რეგიონის მრავალფუნქციური ჰაბი და ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. ეს მრავალფეროვანი ერთთვიანი ფესტივალი რეგიონში ზაფხულის მთავარი მოვლენა იქნება, რომელზე დასწრებაც საინტერესო იქნება ნებისმიერი ასაკისა და გემოვნების ადამიანისთვის. ამასთანავე, ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირ ტრანსლაციას დიდ ეკრანზე ადევნონ თვალი. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას და იმ კერძო კომპანიებს, რომელთა ძალისხმევითაც შევძელით ფესტივალის გამართვა“, - განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ „გზა ერთობისკენ - რუხი 2018“-ის გახსნაზე.

14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით რუხის სავაჭრო ცენტრში დაგეგმილია შემდეგი აქტივობები:

14 ივნისი

18:00 - ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტების მარათონი

18:30 - სტუდენტების დაჯილდოება

19:00 - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ანსამბლის კონცერტი. სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

19:00 - მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის პირდაპირი ტრანსლაცია

22:00 - ელექტრონული მუსიკის კონცერტი - TSU ART

16 ივნისი

16:00 - ბავარიის ლუდის ფესტივალი, მუსიკალური გაფორმება: ჯგუფი „ვაკის პარკი“

19 ივნისი

19:00 - კონცერტი: ჯგუფი Under Seven

22:00 - კონცერტი: მარიამ შენგელია, მარიტა ცეცხლაძე, ალექსი კიკვიძე

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

21 ივნისი

17:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია: მწერალი გიორგი კეკელიძე

19:00 - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი: სიმფონიური ორკესტრი ნეკა სებისკვერაძესთან ერთად

22:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

24 ივნისი

17:00 - გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: „თოლიას“ ნაყინის ფესტივალი

19:00 -ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

22:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

30 ივნისი

14:00 - გრანდიოზული სანახაობები ბავშვებისთვის: ფერების ფესტივალი

18:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

22:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია

6 ივლისი

18:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

20:30 - დოკუმენტური ფილმების ჩვენება დიდ ეკრანზე

22:00 -ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

7 ივლისი

18:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

20:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება დიდ ეკრანზე

22:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - მეოთხედფინალი

10 ივლისი

19:00 - კონცერტი: ჯგუფი Green Mama

22:00 -ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია. ნახევარფინალი

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

11 ივლისი

19:00 - კონცერტი: ჯგუფი Green Mama

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

22:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ნახევარფინალი

15 ივლისი

19:00 - ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაცია - ფინალი

22:00 - კონცერტი: როკ ჯგუფი Under Seven

23:00 - ელექტრონული მუსიკის კონცერტი: TSU ART

სს. „ქართული ლუდის კომპანია“ - ზედაზენის პრომო აქცია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა