ელენე ხოშტარია - ამ ვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან

ხელისუფლებაში მარიონეტების შეცვლას არანაირი შედეგი არ მოაქვს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარიას სამთავრობო ცვლილებებს.

„პრობლემის ღერძი არის „ქართული ოცნების“ მმართველობის სტილი. ამ ვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გენერალური პროკურორის ადგილის გამოგლეჯა ხელისუფლებისგან და საზოგადოების მხრიდან დანიშვნა. ჩვენ წარვადგინეთ შალვა შავგულიძე. კარგი იქნება თუ სხვებიც წარადგენენ კანდიდატებს და „ქართული ოცნების“ გენერალური პროკურორი აღარ გვეყოლება. ეს მოიტანს რეალურ ცვლილებას არსებულ სიტუაციაში, დანარჩენი ყველაფერი მარიონეტული ცვლილებებია“,- აცხადებს ელენე ხოშტარია.

დეპუტატის კომენტარს „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა