კობა ნარჩემაშვილი - მინისტრების შერჩევა პრემიერობის კანდიდატის პრეროგატოვაა და დავუტოვოთ მას ეს უფლება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხული არ არის სამთავრობო ცვლილებები რამდენიმე მინისტრს შეეხოს. ასე უპასუხა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ ცვლილებები ეკონომიკის, კულტურისა და საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, მთავრობის სხვა წევრებსაც შეეხოთ.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ნარჩემაშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე და პრემიერობის ახალ კანდიდატზე ისაუბრა.

"მე რომელიმე კანდიდატზე არც უარვყოფ და არც ვადასტურებ არაფერს. მე ვფიქრობ, რომ თუ შინაარსობრივ ცვლილებებზე იქნება საუბარი, მე არ გამოვრიცხავ უფრო მეტ ცვლილებებსაც. ეს პრემიერობის კანდიდატის უფლება და პრეროგატოვაა და დავუტოვოთ ეს უფლება მას", - განაცხადა ნარჩემაშვილმა.

რაც შეეხება იუსტიციის მოქმედი მინისტრის, თეა წულუკიანის შესაძლო შეცვლას, ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხზე პერსონალური პოზიცია არ აქვს და არანაირ ინფორმაციას არ ფლობს, იქნება თუ არა ახალ გუნდში ის.

"მთავრობის შეცვლა გარკვეულ მოლოდინებთან და სიახლეებთან არის დაკავშირებული. მინდა, მთავრობამ უფრო ინტენსიური კონტაქტები შეინარჩუნოს პარლამენტთან, უფრო მეტი კონსულტაციის რეჟიმში უნდა იყოს პარლამენტთან. როცა საუბარია მცირე მთავრობაზე, ეს არ ნიშნავს შემცირებას ან მექანიკურ შერწყმას, ან გამოყოფას.

მცირე მთავრობა ნიშნავს საკანონმდებლო ორგანოს მიერ შემუშავებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ეფექტურ აღსრულებას. ამ დღეებში გაიმართება კონსულტაციები მმართველ გუნდთან მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. პრემიერობის კანდიდატს უნდა მივცეთ დრო მთავრობის ფორმირებისთვის და ამის შემდეგ უნდა გაიმართოს კონსულტაციები", - განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მამუკა ბახტაძე გადაწყვეტილებების მიღებისას იქნება თავისუფალი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა