„საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხე“ შშმ ბავშებისთვის ღონისძიებას გამართავს

„საქართველოს ბანკის“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ ორგანიზებით, 16 ივნისს, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის ტერიტორიაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღის აღსანიშნავად, ინკლუზიური ხასიათის საბავშვო ღონისძიება მოეწყობა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. სპეციალურად ღონისძიების დღისთვის, ბავშვებისთვის სპეციალური საკონცერტო და გასართობი პროგრამა, თითების თეატრის წარმოდგენა შემუშავდა. ბავშვები შეხვდებიან მათთვის საყვარელ მულტფილმების და ზღაპრების გმირებს, ილუზიონისტს. სათამაშო კუთხეში წარმოდგენილი იქნება გრანდიოზული საპნის ბუშტები, საინტერესო თამაშები და აქტივობები.

„საქართველოს ბანკის“ ფონდი „სიცოცხლის ხე“ წლებია ზრუნავს შშმ ბავშვებზე და თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ინკლუზიური საზოგადოების შექმნაში. წელსაც ბანკმა გადაწყვიტა, ბავშვებს კიდევ ერთი მხიარული, ფერადი და ხალისიანი დღე აჩუქოს.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ბანკის მიერ დაფინანსებული სოციალური პროექტების, დღის ცენტრების, სარეაბილიტაციო ცენტრების ბენეფიციარები და „საქართველოს ბანკის“ თანამშრომლების შვილები.

„საქართველოს ბანკის“ ფონდი წლებია ზრუნავს შშმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინკლუზიის ხელშეწყობაზე, 2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით მთელს საქართველოში 50- ზე მეტი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შშმ ბავშვებისთვის ეტლების გადაცემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სენსორული ოთახების მოწყობა, ადაპტირებული სახელმძღვანელოების გამოცემა, აუტისტური კლასის მოდელის შექმნა, სასწავლო დაწესებულებების ადაპტირება, ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა, პარაორკესტრის შექმნა“, - ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა