ანრი ოხანაშვილი - მთავრობის ფორმირების პროცესში, აქცენტი ახალი ეკონომიკური ხედვების წახალისებასა და წარმოჩენაზე კეთდება

მთავრობის ფორმირების პროცესში, აქცენტი ახალი ეკონომიკური ხედვების წახალისებასა და წარმოჩენაზე კეთდება - სასურველია, ახალი ეკონომიკური ხედვები ახალმა პერსონალიებმა წარმოადგინონ, - ამის შესახებ დღეს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ოხანაშვილი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, თუ როგორი პერსონალური ცვლილებები განხორციელდება მთავრობაში. დეპუტატის ინფორმაციით, უმრავლესობის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარდგენილი მამუკა ბახტაძე ამ თემაზე კონსულტაციებს აწარმოებს როგორც უმრავლესობასთან, ასევე მთავრობის წარმომადგენლებთან.

გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა. მისი თანამდებობიდან გადადგომით უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა