ლევან იზორიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაართან ორმხრივი შეხვედრა გამართა

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაართან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ევროპელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის აქტიური ძალისხმევის გამო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.

შეხვედრის დროს მხარეებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და მასში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს, ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

საუბარი ასევე შეეხო “პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის” (PESCO) მიმართულებასაც. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველო ინტერესით აკვირდება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა