ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სირიის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს

ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი მკაცრად გმობს სირიის გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული რეგიონების: აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

საქართველოს პარლამენტი ავრცელებს ბალტიის ასამბლეის განცხადებას, რომელიც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების-აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ სირიის გადაწყვეტილებას შეეხება.

„სირიის ეს გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო სამართალს და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს, რაც განსაზღვრულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებით და გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით.

ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენ კვლავ აქტიურად ვუჭერთ მხარს კონფლიქტის მოგვარებას და ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმი მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებებში ჩართულ ყველა მხარეს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ კონფლიქტის გადასაჭრელად“, -ნათქვამია ბალტიის ასამბლეის პრეზიდიუმის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა