ზაზა გაბუნია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნო

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საქმიანობას გაეცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ყველა ის პროექტი განიხილეს, რომელსაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით ხორციელდება, მათ შორის 16 სამიზნე ქვეყანაში განხორციელებული სარეკლამო ღონისძიებები, სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდებისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრებისთვის ჩატარებული ტრენინგები, მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების განვითარება და ზოგადად, მთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალი. შეხვედრაზე, ასევე, აჭარაში ტურიზმის მნიშვნელობასა და ტურიზმის დეპარტამენტის სამომავლო სტატუსზე ისაუბრეს.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი - კომიტეტის, რომელსაც უშუალოდ ეხება რეგიონული პოლიტიკა. აჭარაში ტურიზმი არის წამყვანი დარგი პირდაპირი მნიშვნელობით და რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია უნდა ჰქოდეს ქვეყნის პარლამენტსა და დეპუტატებს, თუ რა ხდება რეგიონში ამ მიმართულებით. ჩვენ ველოდებით ინსტიტუციურ ცვლილებებს წლის ბოლოს და ბუნებრივია, ესეც იყო ერთ-ერთი განხილვის თემა. ყველა იმ ტურისტულ პროდუქტზე, რომელსაც ჩვენ თანმიმდევრულად ვანვითარებთ აუცილებელია პარლამენტის დეპუტაციის, საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ ყველა ის რესურსი, რომელიც რეგიონში გვაქვს ტურიზმის გასავითარებლად. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება ბევრი ტურისტი მოიზიდოს რეგიონში, განავითაროს სერვისები და პროდუქტები, რათა რაც შეიძლება მეტი შემოსავალი მიიღოს როგორც ადგილობრივმა, ასევე, ცენტრალურმა ბიუჯეტმა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ ტურიზმის დეპარტამენტის აქტიურობასა და მის მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ხედვა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტსა და მის თავმჯდომარეს აქვს ძალიან დამაიმედებელია. იმიტომ რომ პოტენციალი არის დიდი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დეპარტამენტს ესმის, თუ რა თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო იმისთვის, რომ ეს პოტენციალი იქნას ათვისებული და გამოყენებული. ტურიზმი არა მარტო აჭარისთვის, არამედ საქართველოსთვის არის სტრატეგიული მიმართულება“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის რეგიონი პოლიტიკისა და თვითმართველოს კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა