პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიცია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა ყოფილიყო პრემიერ-მინისტრობის კანდიტატი, თუმცა ის კონსტიტუციური ვალდებულების ფარგლებში იმოქმედებს.

„გუშინ საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია და პრეზიდენტს წარუდგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. როგორც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს, საქართველოს პრეზიდენტი ამ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში როგორ უნდა იმოქმედონ მთავრობის პირებმა, განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლი კი ცალსახად ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმრავლესობის მიერ შერჩეულ კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ალტერნატიული მოქმედების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე ბუნებრივია, საქართველოს პრეზიდენტი იმოქმედებს ზუსტად ისე, როგორც ამას განსაზღვრას საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური პოზიცია საჯარო განცხადებით დააფიქსირა.

„მან გააკეთა განცხადება, მისი მოსაზრებით ვინ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი პრემიერ-მინისტრის კანდიდატად - ეს არის ბიძინა ივანიშვილი, თუმცა მმართველმა გუნდმა გააკეთა სხვა არჩევანი. პრეზიდენტის პოლიტიკური პოზიცია არის ერთი საკითხი, მეორე საკითხია, რას და როგორ განსაზღვრავს ქვეყნის უზენაესი კანონი“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პრეზიდენტი პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძის კანდიდატურას პარლამენტს დღეს წარუდგენს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა