ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენებაზე სამუშაო შეხვედრები დასრულდა

საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ,,საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის გამოყენების გაძლიერება“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ,, ეფექტიანი ანალიტიკური მუშაობა და სამართლებრივი კვლევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით“ გაგრძელდა.

უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ გიორგი შავლიაშვილმა და პროექტის უფროსმა ოფიცერმა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელმა გიორგი გიორგაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეები, აგრეთვე ანალიტიკური განყოფილებების თანამშრომლები.

ევროპის საბჭოს კონსულტანტი და მთავარი მომხსენებელი ნინო ხაინდრავა შეხვედრის მონაწილეებს ესაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან მიმართებაში არსებული პრეცედენტული სამართლის მიმოხილვა, საქართველოსთან კავშირში არსებული კომუნიცირებული საქმეები - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საფუძველზე კვლევის მასალების მომზადების დროს გასათვალისიწინებელი მინიშნებები, ციტირების სტანდარტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მაგალითზე, ციტირების სტანდარტები ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილებების მაგალითზე.

ევროკავშირის სასამართლოს მხარდჭერის პროექტის ექსპერტმა ლალი ჩხეტიამ და უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსმა მაკა კვაჭაძემ ისაუბრეს ევროსასამართლოს სტანდარტების დანერგვაზე ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში - ანალიტკური ცენტრის საქმიანობაზე, რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკოორდინაციო მექანიზმის დაარსების მიზნით მოსამზადებელ სამუსაოებზე, HUDOC-ის მონაცემთა ბაზის ქართულ ინტერფეისზე, უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის საქმიანობის შესახებ. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა შეაჯამეს განხილული საკითხები და გამართეს დისკუსია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა