ოზურგეთის მერიასთან დაბა ნასაკირალის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ

ოზურგეთის მერიასთან დაბა ნასაკირალის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, დაბის მცხოვრებლები საკუთარ მაჟორიტარ დეპუტატზე, ბესო ქათამაძეზე დავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. მათი თქმით, მომხდარის შესწავლა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტის ნიშნად ოზურგეთში ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავენ.

ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებიც იმყოფენიან. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე "ქართული ოცნების" წევრები საგამოძიებო ორგანოში დაკითხვაზე იმყოფებიან.

ოზურგეთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატს ბესო ქათამაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის საკრებულოს წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" დავით მჟავანაძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ბესო ქათამაძეს ფრაქცია "ქართული ოცნების" კაბინეტში თავის არეში ჭრილობები მიაყენეს. დავით მჟავანაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენელ ბესო ქათამაძეს სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო დაესხნენ თავს. დავით მჟავანაძე საგამოძიებო ორგანოს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა