16-17 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი“ გაიმართება

16-17 ივნისს ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრში „სტუდენტური კონგრესი“ გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი ,,სტუდენტური კონგრესი’’ მიზნად ისახავს ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ პროცესებში, პარლამენტის წევრებსა და სტუდენტებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და საპარლამენტო საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება ღია პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს IX მოწვევის პარლამენტის წევრებთან ერთად შესაძლებლობა ექნებათ, ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხები განიხილონ, მათ შორის ისეთები, რომლებზე მუშაობა პარლამენტში ამჟამად მიმდინარეობს.

მონაწილეები იმიტირებულ საკომიტეტო ფორმატში იმუშავებენ, რომლის შემადგენლობაში, სტუდენტებთან ერთად, პარლამენტის მოქმედი წევრები შევლენ: ფრაქცია „ქართული ოცნების თავმჯდომარე - მამუკა მდინარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - კახა კუჭავა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე - ბექა ოდიშარია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - დიმიტრი ცქიტიშვილი და ფრაქცია შესაბამისი დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით. საბოლოოდ, თითოეული კომიტეტი, შეიმუშავებს და წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ირგვლივაც ღია დისკუსია გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა