ჭიათურაში პოლიციის შენობასთან აქცია მე-12 დღეა გრძელდება

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლები, ჭიათურაში, პოლიციის ადგილობრივი განყოფილების უფროსის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ხვდებიან. ჭიათურაში მცხოვრები ახალგაზრდების ჯგუფი მე-12 დღეა შიმშილობს და როგორც თავად აცხადებენ, ჭიათურის პოლიციის თანამშრომლების რეპრესიულ საპოლიციო საქმიანობას აპროტესტებენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა ადამიანის უფლებათა დამცველებს უთხრეს, 2018 წლის 26 მაისს, ადგილობრივმა პოლიციამ 10-მდე ახალგაზრდას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რასაც მოჰყვა მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის კონფლიქტი. შედეგად, პოლიციამ დააკავა 9 პირი. დაკავებულებიდან 8 გაათავისუფლეს, ერთი პირი კი ამ დრომდე დაკავებულია.

ამ დროისათვის სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებებს ქუთაისის საოლქო პროკურატურა აწარმოებს. „საგამოძიებო პროცესში ჭიათურელი ბიჭების ინტერესებს ჩვენ დავიცავთ და საქმეს ბოლომდე მივყვებით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა