თამარ ჩუგოშვილი მის შესაძლო იუსტიციის მინისტრობაზე - დაზუსტებულად გეტყვით, რომ მე პარლამენტში ვრჩები

დაზუსტებულად გეტყვით, რომ მე პარლამენტში ვრჩები, - ასე უპასუხა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა ის იუსტიციის მინისტრად დაინიშნოს.

ჩუგოშვილი “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მისთვის რთული იქნება ცვლილებების შესახებ კონკრეტული ინფორმაციის გაჟღერება.

“ჩემს თავთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს და მე ვრჩები პარლამენტში. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას, ცოტა ხნის წინ დასახელდა პრემიერობის კანდიდატი და მას გარკვეული დრო სჭირდება იმისათვის, რომ თავისი კაბინეტის წევრები დაასახელოს. მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ეს უკვე მოხდება. ჯერჯერობით გამიჭირდება გითხრათ, თუ რომელი მინისტრი შეიცვლება და ვისით შეიცვლება“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

კითხვაზე, მისი პირადი პოზიცია როგორია, უნდა დარჩეს თუ არა თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე, ჩუგოშვილმა უპასუხა, რომ „ეს პრემიერობის კანდიდატის გადასაწყვეტია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა