ცოტნე ყავლაშვილი - დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მილიონი ლარი

დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებული გვაქვს 200 მლნ ლარი, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. 6 თვის მდგომარეობთ ჩვენ გავალთ შარშანდელ წლიურ მაჩვენებელზე, რაც მნიშვნელოვანი პოზიტიური სტიმულია ბიზნეს სექტორისთვის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ, სახაზინო სამსახურის უფროსმა, ცოტნე ყავლაშვილმა ნაერთ ბიუჯეტში დაფიქსირებული საგადასახადო შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლების შეფასებისას.

როგორც მან განმარტა, 15 ივნისს საგადასახადო შემოსავლების სავადო თარიღი იყო და ნაერთ ბიუჯეტში 232.6 მლნ ლარის ოდენობის საგადასახადო შემოსავლები იქნა მობილიზებული.

„ეს არის რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში ბიუჯეტში შემოსულ თანხებს შორის. ზოგადად, ივნისის თვეზეც გავამახვილებ ყურადღებას, რადგან ძალიან პოზიტიური ტრენდი გვაქვს საგადასახადო შემოსავლების კუთხით. ჩვენ უკვე მობილიზებული გვაქვს 608 მლნ ლარი, რაც პრაქტიკულად 25%-იან ზრდას აჩვენებს ამ ეტაპისთვის. ივნისში ველოდებით საგადასახადო შემოსავლებს მილიარდი ლარის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო გაზრდის და გააუმჯობესებს იმ პოზიტიურ მაჩვენებელბს, რაც გვქონდა 5 თვის მდგომარეობით. მოგეხსენებათ, 5 თვის მდგომარეობით, გვქონდა 130 მლნ ლარზე მეტი გადაჭარბება. გარდა ამისა, ჩვენ 195 მლნ ლარი გვქონდა მიმართული დაბრუნების ქვეანგარიშზე დღგ-ის გამარტივებული და ავტომატური დაბრუნების რეფორმის ფარგლებში“, - აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

მისი თქმით, საგადასახადო მაჩვენებლების მაღალი შესრულება იმ ეკონომიკური პოლიტიკის და რეფორმების პაკეტის შედეგია, რაც ბოლო პერიოდში განხორციელდა.

აღნიშნულ კომენტარს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა