ზაზა გაბუნიამ ხულოში რძისა და ყველის საწარმო მოინახულა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, ზემო აჭარში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ მოინახულა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

რძისა და ყველის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ 2015 წელს შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინასებით აშენდა. საწარმო „ცეზარი“ ამ დროისათვის აჭარის მთიანეთში რძის ერთადერთი გადამამუშავებელი საწარმოა და ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებს.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება. ამჟამად საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რძის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ მომავალში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

„მიხარია, რომ ეკონომიკურად ასეთ აქტიურ მოსახლეობას ვხედავ. მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემოსავლიანი ოჯახების არსებობისთვის და ადგილზე დოვლათის შექმნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ

შეხვედრას ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა