ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა და ბიზნესლიდერთა ფედერაციაs „ქალები მომავლისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოსა და ბიზნესლიდერთა ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი მოაწერეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ.

მემორანდუმის გაფორმების ცერემონიას ესწრებოდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ წევრები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის ქვეყნის ეკონომიკის შეუფერხებლად განვითარებისთვის გენდერული თანასწორობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

„თანასწორობის უზრუნველყოფა წარმოადგენს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და აისახება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაში. ფონდის ეგიდით განხორციელებულ ყველა აქტივობაში ხდება გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის ასპექტების ინტეგრირება“, - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

„ქალ ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ძალისხმევას არ იშურებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესებში ქალთა როლის გასაძლიერებლად.

შესაბამისად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში განახორციელებენ საერთო მიზნებს, რაც გულისხმობს ქალების ბიზნესში მონაწილეობის გაძლიერების ხელშეწყობას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, უკეთესი პირობების შექმნას განათლების მისაღებად, კარიერულ წინსვლასა და განვითარებას.

ბიზნესლიდერთა ფედერაცია "ქალები მომავლისთვის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის განცხადებით, ბიზნესლიდერთა ფედერაცია კიდევ ერთ ძალიან საპასუხისმგებლო ინიციატივას ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდთან ერთად“, - ნათქვამია პრესრელიზში.

„გვჯერა, რომ ბევრი პრობლემის დაძლევა, ფინანსურ და თანამედროვე გამოწვევებზე პასუხი და სწრაფი წინსვლა მხოლოდ ქალების აქტიური მონაწილეობით და განათლებაზე განსაკუთრებული ძალისხმევით მიიღწევა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და ბიზნესლიდერთა ფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში ხელს შეუწყობენ ქალების ბიზნეს აქტივობას, განათლებას, მათ საზოგადოებრივ საქმიანობას და პროფესიულ განვითარებას“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა