მერაბ ქვარაია - აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს

"აშკარა ცილისმწამებლური კამპანიისა და საჯაროდ თუ სხვა ვითარებაში მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის კანონმდებლობას ადეკვატური პასუხი უნდა ჰქონდეს - დღეს ეს რეგულაცია ძალიან სუსტია”, - განაცხადა თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მერაბ ქვარაიამ. მისივე თქმით, დედის გინება და სხვა ღირსების შემლახავი კამპანია, შესაძლოა, ფატალური შედეგით დასრულდეს.

„საქართველოში ვცხოვრობთ და უნდა გვესმოდეს, რომ დედის გინება (უცენზურო სიტყვები) და სხვა ღირსების შემლახავი კამპანია შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს. ჩვენ, კანონმდებლებს გვეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა, ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ თემაზე იურისტებმა და უფლებადამცველებმა მსჯელობა უნდა დაიწყონ და დისკუსია გახსნან”, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ

აღნიშნულ კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა