სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ქობულეთში, სოფელ მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მკვლელობაში ბრალდებულ ბესიკ ტაკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულმა დღეს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დანის გამოყენებას პოლიციელის შეშინების მიზნით ცდილობდა და შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე განცხადებით, პოლიციელ ბუტა ანთაძესთან წლების განმავლობაში უთანხმოება ჰქონდა.

პროკურორის ფრიდონ ქარცივაძის თქმით, ბრალდებულმა ბესიკ ტაკიძემ წინასწარ დაგეგმა და განზრახ მოკლა პოლიციელი ბუტა ანთაძე.

გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.

წინასასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე წლის 7 აგვიტოს, 11:30 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა