18 ივნისს საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 18 ივნისს, 10.00 საათზე, საზაფხულო სკოლა - „რეგიონული უსაფრთხოება და კონფლიქტების მოგვარება“ გაიხსნება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თსუ-დან აცნობეს, თსუ კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ში უკვე მესამედ ტარდება საზაფხულო სკოლა რეგიონული უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. ლექცია-სემინარებს ატარებენ ცნობილი ქართველი მეცნიერები და ექსპერტები. ლექცია-სემინარებზე განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა: საქართველო და ნატო, საქართველო და ევროკავშირი, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, საქართველოს სახელმწიფოს მიდგომები კონფლიქტების მოგვარებისადმი, რუსეთი და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ადამიანის უფლებები რეგიონში, გარემოსდაცვითი პრობლემები სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის განვითარების ეკონომიკის გამოწვევები, რელიგიის როლი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში და სხვა.

სტუდენტები ლექცია-სემინარებს 3 კვირის განმავლობაში მოისმენენ. მათთვის მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ფარგლებში სტუდენტები იმოგზაურებენ საქართველოს სხვადსხვა მხარეში, გაეცნობიან ქვეყნის ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას და თანამედროვეობას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა