„ნაციონალური მოძრაობა" დღეს, ოზურგეთის მერიისა და პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციებს გამართავს

ოზურგეთის საკრებულოში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის დავით მჟავანაძის განცხადებით, დღეს, ოზურგეთის მერიისა და პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართება.

როგორც დავით მჟავანაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, აქციის მონაწილეები საკრებულოს წევრ ბესო ქათამაძეზე განხორციელებულ ძალადობას გააპროტესტებენ.

"ჩვენ ვამბობთ, რომ ჯგუფური, ორგანიზებული დანაშაული მოხდა. ამ ყველაფრის უკან ოზურგეთის გუბერნატორი და მაღალი თანამდებობის პირები დგანან. იმ ადამიანებს, რომლებიც ბესო ქათამაძეს თავს დაესხნენ, ყველაფერი წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი. ამ პირებმა რამდენიმე დღის წინაც სცადეს ბესო ქათამაძეზე თავდასხმა, თუმცა არ გამოუვიდათ. მოვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას. თავდამსხმელებმა საკრებულოს მანდატები უნდა დატოვონ. ეს დეპუტატისთვის შეუფერებელი და უღირსი საქციელია. დღეს, 10:00 საათზე ოზურგეთის მერიასთან ვიკრიბებით და პოლიციის შენობისკენ მსვლელობას მოვაწყობთ",- განაცხადა დავით მჟავანაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, სამი დღის წინ მათი პარტიის წევრს ბესიკ ქათამაძეს „ქართული ოცნების" წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მომხდარ ფაქტზე, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ "ქართული ოცნების" წევრს ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა