თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, მამუკა ბახტაძე მთავრობის შემადგენლობას დღეს დაასახელებს

პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე სამთავრობო შემადგენლობას დღეს დაასახელებს.

"პირველ რიგში დაველოდოთ პრემიერ- მინისტრობის კანდიდატის გადაწყვეტილებას. დღეს გახდება ცნობილი, თუ რა შემადგენლობით წარმოადგენს ის მინისტრთა კაბინეტს. მე როგორ ვიცი, ზოგადად გარკვეული ცვლილებები მომავალშიც აქვს მას დაგეგმილი, მათ შორის სამინისტროების ოპტიმიზაციის ფონზე. ამიტომ ჯერჯერობით ნაადრევია იმაზე საუბარი, ზუსტად რომელ უწყებას რომელი პირი ჩაუდგება სათავეში",- განაცხადა ჩუგოშვილმა.

აქვს თუ არა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შენიშვნები, ჩუგოშვილმა ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა