მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა

არასამთავრობო ორგანიზაცია, "საბურთალოს რაიონის ვეტერანთა კავშირის" ორგანიზებით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მცირე დარბაზში, 15 ივნისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის, ქერჩის გმირის, არქიფო ნამგალაძის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, არქიფო ნამგალაძე 100 წლის გახდა.

ღონისძიებას დაესწრნენ და იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა და მას სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცეს.

ღონისძიებას ასევე დაესწრნენ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საბურთალოს რაიონის სამმართველოს წარმომადგენლი, საქართველოს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა ცენტრალური „კავშირის“ თავმჯდომარე, თადარიგის გენერალ-მაიორი თენგიზ შუბლაძე, გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, გენერალ-მაიორი თეიმურაზ ლორია და სხვები.

„არქიფო ნამგალაძე ფრონტზე ომის დაწყებისთანავე 21 წლის ასაკში წავიდა. იბრძოდა ქერჩში და დღემდე კარგად ახსოვს ბრძოლის მოვლენები. იყო მეტყვიამფრქვევე.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჯანმრთელობას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ არქიფო ნამგალაძეს“, - აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა