შსს არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მერიასთან სპეცრაზმია მობილიზებული

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან სპეცრაზმია მობილიზებული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ოზურგეთის მერიის მიმდებარე ტერტორიაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.

მათივე ცნობით, სამართალდამცველები ადგილზე მართლწესრიგისა და პრევენციის მიზნით არიან განთავსებულნი.

„მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ოზურგეთში სამართალდამცველები მართლწესრიგის დაცვისა და პრევენციის მიზნით არიან მობილიზებულნი. სპეცრაზმი არ არის. იქ იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები“, - განაცხადეს შსს-ში.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას რამდენიმე საათია მართავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა