„ნინოწმინდასა“ და „სარფში“ 21 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა

„ნინოწმინდასა“ და „სარფში“ 21 ათასი ლარის არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში: „ნინოწმინდა“ და „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 16 ივნისს ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყანაში კანონდარღვევით შემოტანის სამი ფაქტი გამოავლინეს.

მათივე ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრების მიერ აღმოჩენილი, არადეკლარირებული საქონლის ჯამურმა ღირებულებამ 2.115,2 ლარი შეადგინა. მათ შორის, 3.809,95 ლარის ღირებულების 64,74 გრ. ოქროს ნაკეთობები სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნ.კ-ს მანქანის უკანა მაშუქის ბუდეში ჰქონდა დამალული. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ნ.კ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3.809,95 ლარი და საქონლის ჩამორთმევა.

სგპ „ნინოწმინდა“-ს ტერიტორიაზე, ამავე დღეს, სამართალდარღვევის კიდეცვ ერთი ფაქი გამოვლინდა. სომხეთის მოქალაქეს, ა.კ-ს, ქურთუკის ჯიბეებში, 7.990,07 ლარის ღირებულების 135,77 გრ. ოქროს ნაკეთობები უპოვეს. საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, ა.კ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 7.990,07 ლარის ოდენობით.

16 ივნისს, კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა ს.გ.პ. „სარფის“ კონტროლის ზონაშიც. სომხეთის მოქალაქეს, ი.მ-ს ხელბარგში 9.352,8 ლარის ღირებულების 6.869,2 გრამი ოქროსა და ვერცხლის არადეკლარირებული საიუველირო ნაკეთობები ჰქონდა მოთავსებული. სსკ-ს 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ი.მ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 9.352,8 ლარის ოდენობით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა