გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან ბენზინგასამართი სადგურების აღება იგეგმება

გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიიდან, შესაძლოა, ბენზინგასამართი სადგურები აიღონ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება.

"გმირთა მოედანზე, „ლაგუნა ვერეს“ ჩამოსასვლელთან პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს ბენზინგასამართი სადგურები ზღუდავს ავტომობილების გადაადგილებას. პროექტის განხორციელება, რომელიც ბენზინგასამართი სადგურების გადატანას და გზის გაფართოებას გულისხმობს, უახლოეს მომავალში დაიწყება. დანარჩენ ადგილებზე კვლევაა საჭირო",- განაცხადა კალაძემ.

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.04.2026
გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს