„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოზურგეთის საკრებულოს ფოიეში შიმშილობას იწყებენ

ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან აქცია გრძელდება. პარალელურად, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ოზურგეთის საკრებულოს ფოიეში შიმშილობას იწყებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ოზურგეთის საკრებულოში, ბესო ქათამაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხელისუფლებამ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა და სამი დღის წინ მომხდარ ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ წევრები არ დასაჯა.

ბესო ქათამაძის თქმით, ოზურგეთის საკრებულოს ფოიეში პროტესტის ნიშნად თვითონ და საკრებულოს წევრები „ნაციონალური მოძრაობიდან“ შიმშილობას იწყებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ხელისუფლება ამ ყველაფერს ამართლებს. ეს სამარცხვინო ადამიანები ისევ თანამდებობაზე არიან და ამიტომ ვიწყებთ შიმშილობას, რათა ინციდენტში მონაწილეები დაისაჯონ",- განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობა საპროტესტო აქციას რამდენიმე საათია მართავენ. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა