„ნაცმოძრაობის“ წევრი - პარასკევამდე საპროტესტო აქციას ვწყვეტთ, თუმცა ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობას დავიწყებთ

პარასკევამდე საპროტესტო აქციას ვწყვეტთ, თუმცა ჩვენ, დეპუტატები, ოზურგეთის საკრებულოს შენობაში შიმშილობას დავიწყებთ, - ამის შესახებ აქციის მონაწილეებს ოზურგეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განუცხადა.

ქათამაძემ მადლობა გადაუხადა აქციის მონაწილეებს და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს პარასკევამდე დროს აძლევენ იმისთვის, რომ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა გამოიძიონ და ინციდენტში მონაწილე „ქართული ოცნების“ წევრები დასაჯონ, ასევე მათ სადეპუტატო მანდატი შეუჩერონ.

ქათამაძემ პარასკევს, 12:00 საათზე, ოზურგეთის საკრებულოს შენობასთან ფართომასშტაბიანი აქცია დააანონსა. როგორც ქათამაძემ განაცხადა, ხელისუფლება სამართლადმაცავებს არა მათ დასაცავად, არამედ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იყენებს.

"დღევანდელი აქცია საინფორმაციო ხასიათის იყო. ჩვენ ვრჩებით ადგილზე, თუმცა, პარასკევამდე ვადას ვაძლევთ იმისათვის, რომ ინციდენტში მონაწილეებმა თანამდებობა დატოვონ", - განაცხადა ბესო ქათამაძემ.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა