ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ გუბერნიის თანამშრომელი "ნაცმოძრაობასთან" კავშირსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა

ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირსა და პროვოკაციაში დაადანაშაულა. საქმე ეხება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ დავით მჟავანაძის და ნესტორ რამიშვილის შეხვედრას. დავით მჟავანაძემ შეხვედრის კადრები გაავრცელა, სადაც გუბერნიის თანამშრომელი ნესტორ რამიშვილი სთავაზობს ინციდენთან დაკავშირებით ბესო ქათამაძემ სარჩელი გამოტანოს, სანაცვლოდ კი ინციდენტში მონაწილე დეპუტატებს ფიზიკურ გაუსწორდეს.

თავად ნესტორ რამიშვილი დავით მჟავანაძესთან შეხვედრას ადასტურებს. მისი თქმით, მჟავანაძეს ქუჩაში შემთხვევით შეხვდა და არავის დავალებას არ ასრულებდა. მისი თქმით, შეთავაზება მისი პირადი პოზიცია იყო.

ოზურგეთის მერიის შენობასთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და სოფელ ნასაკირალის მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი რამდენიმე დღის წინ დეპუტატ ბესო ქათამაძეზე თავდასხმის ფაქტს აპროტესტებდნენ.

აქციის დასრულების შემდეგ ოზურგეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა: ბესო ქათამაძემ, დავით მჟავანაძემ და თორნიკე გოგუაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტთან დაიწყეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა