მიხეილ ჩხენკელი - ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტებს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგი წერეთელი მინისტობის კანდიდატისგან დაინტერესდა, თუ რა ხდება ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროექტთან დაკავშირებით. როგორც მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტი მომავალ წელს გაიხსნება.

„ქუთაისის უნივერსიტეტში მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს. ჩვენი პროგრამის ხელმძღვანელები იმყოფებიან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც ხდება უკვე პროგრამების საბოლოო ვარიანტის შეჯერება. გერმანელ პროფესორებთან ერთად. გეგმა ასეთია, რომ 2019 წლის სექტემბერში განხორციელდება სტუდენტების მიღება. ტექნიკური დარგებით დავიწყებთ, თუმცა უნივერსიტეტის პროფილი იქნება უნივერსალური. მიუნხენის უნივერსიტეტის ჩართულობით ქუთაისში მსოფლიო დონის უნივერსიტეტს მივიღებთ,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

გიგი წერეთელის თქმით კი, გაისად ამხელა პროექტის გახსნა და სტუდენტების მიღება რთული იქნება.

„როდესაც მინისტრად დაგამტკიცებენ, ჩვენ ერთად წავიდეთ და დავათვალიეროთ იქაურობა,“ - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

მიხეილ ჩხენკელის გარდა, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაგეგმილია შესაბამისი მიმართულებების მინისტრობის სხვა კანდიდატების მოსმენაც.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა