სახალხო დამცველის აპარატმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მასალების შესწავლა დაასრულა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატმა ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მასალების შესწავლა დაასრულა. როგორც ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დროისთვის, ომბუდსმენის აპარატი სასამართლოს მასალებს სწავლობს.

"ჩვენ დავასრულეთ საგამოძიებო მასალების შესწავლა. დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვსწავლობთ სასამართლოს მასალებს. გავეცანით განაჩენს, თუმცა ვეცნობით სასამართლოს მასალებს და ალბათ, უახლოეს დღეებში გვექნება შეფასება იმიტომ, რომ თვითონ სასამართლო პროცესზე კიდევ სხვა პროცესები განვითარდა, რამაც დამატებითი გარემოებები გამოავლინა. ალბათ, ბოლო ეტაპი იქნება უკვე მიმდინარე გამოძიების მასალების შესწავლა. ასე რომ, მზად ვართ საგამოძიებო კომისიის ფარგლებშიც მივიღოთ მონაწილეობა და ყველანაირად დავეხმაროთ პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, რომ სწორი მიმართულებით წარიმართოს გამოძიება. მათ შორის, ვთანამშრომლობთ შსს-სთან და ვაწვდით ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას იმ საეჭვო გარემოებების შესახებ, რასაც ვხედავთ გამოძიების პროცესში", - განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების მიმართ კითხვები არსებობს და ეს საქალაქო სასამართლოს განაჩენმა დაადასტურა.

„სასამართლოს განაჩენმა თქვა, რომ გამოძიებამ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ გვეპოვნა თუნდაც ერთი მკვლელი. შესაბამისად, გამოძიებას აქვს ჩასატარებელი დამატებითი ღონისძიებები იმისთვის, რომ დავადგინოთ ვინ არის დავით სარალიძის მკვლელი იმიტომ, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის განაჩენით ეს დადგენილი არ არის", - განაცხადა ლომჯარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა