გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 441 გამოძახება დაფიქსირდა

გუშინდელი ძლიერი წვიმის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სულ 441 გამოძახება დაფიქსირდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 18 ივნისის 20:00 საათიდან 19 ივნისის 09:30 საათამდე, თბილისში 292, ხოლო რეგიონებში - 149 გამოძახება დაფიქსირდა.

ყველაზე მეტი გამოძახება დედაქალაქში ისანი-სამგორისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონებიდან შევიდა. რეგიონებიდან კი მცხეთა-მთიანეთიდან (41 შეტყობინება) და იმერეთიდან (26 შეტყობინება).

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ძლიერმა ნალექმა გამოიწვია წყალმოვარდნები გზებზე და დატბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ძლიერმა ქარმა კი დედაქალაქის ცალკეულ რაიონებში დააზიანა ელექტროსადენები და წააქცია ხეები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებსა და ჩახერგილი გზების გაწმენდას

სამაშველო ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა