ირაკლი ქარსელაძე - მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად რჩება და მისი სხვა პოსტზე გადაყვანა მოსალოდნელი არ არის

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მისი კანდიდატურა მაია ცქიტიშვილის შემცვლელად განიხილება.

ქარსელაძის ინფორმაციით, ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის მინისტრად რჩება და მისი სხვა პოსტზე გადაყვანა მოსალოდნელი არ არის. შესაბამისად, არც ქარსელაძის დაწინაურების საკითხი განიხილება.

"ჩემი ინფორმაციით, ეს ვარიანტი არ არის. მაია ცქიტიშვილი არის და იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრი. ეს სტატუს-კვო არის, რაც დღეს არსებობს. მე ვრჩები ინფრასტრუქტურის სამინისტროში პირველ მოადგილედ და საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარედ",- განაცხადა ქარსელაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა