კახა კახიშვილი - 26 ივნისს საზეიმოდ დავხურავთ ავადსახსენებელ #7 დაწესებულებას

26 ივნისს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულება საზეიმოდ დაიხურება, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. კახიშვილი იმედოვნებს, რომ #7 დაწესებულების მსგავსი საპატიმრო საქართველოში აღარასოდეს აღარ იარსებებს.

„26 ივნისს, წამების საერთაშორისო დღეს, ჩვენ, ალბათ, დავხურავთ ავადსახსენებელ მეშვიდე დაწესებულებას. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ეს დაწესებულება ასევე მოხვედრილია CPT-ის ანგარიშში და ჩვენ სახალხო დამცველთან ერთად, საზეიმოდ დავხურავთ ამ დაწესებულებას და იმედია, რომ ასეთი ტიპის დაწესებულება საქართველოში აღარასოდეს არ იქნება“, - განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრობის კანდიდატმა ასევე დაბალი რისკის დაწესებულებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეისთვის #16 დაწესებულება პრაქტიკულად შევსებულია.

„როცა გავხსენით დაბალი რისკის #16 დაწესებულება, პირველ ეტაპზე ძლივს შევაგროვეთ 20 ადამიანი, რომ გადასულიყვნენ ამ დაწესებულებაში. იმდენად დიდი იყო კრიმინალური სუბკულტურის გავლენა, რომ ვერ ვპოულობდით ადამიანებს რომლებსაც გადავიყვანდით კარგ დაწესებულებაში, შრომის პირობის უფლებით. დღეს შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვავსებთ ამ დაწესებულებას“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა