უკრაინის პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ჩხუბის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

უკრაინის პარლამენტის შენობასთან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის ჩხუბის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის 8 პოლიციელია. ამის შესახებ კიევის პოლიციის უფროსმა ანდრეი კრიშჩენკომ განაცხადა.

მისი განცხადებით, პარლამენტის შენობასთან სიტუაციას 500 პოლიციელი აკონტროლებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ავღანეთის ომის ვეტერანებმა დღეს გრუშევსკის ქუჩა გადაკეტეს და ხელისუფლებას სოციალური მოთხოვნები წაუყენეს.

მომიტინგეებთან გამოვიდა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ირინა გერაშჩენკო და მათ საინიციატივო ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.

„მინდა ვთხოვო აქციის ხელმძღვანელებს ჩამოაყალიბონ საინიციატივო ჯგუფი და ერთად შევიდეთ პარლამენტში. შემდეგ, როდესაც შესვენება გამოცხადდება, ჩვენ ერთად გამოვალთ და მუშაობის შედეგებს გაგაცნობთ“, - განაცხადა გერაშჩენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა