ლევან იზორია - საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს

ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში განხორციელებული სწორი პოლიტიკის აღიარებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

სიტყვით გამოსვლისას, ლევან იზორიამ თავდაცვის უწყების ბოლო ექვსი თვის საქმიანობა მიმოიხილა.

მისი განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნის საბრძოლო მზადყოფნის მდგრადობის გაძლიერებისა და შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაღრმავებისკენაა მიმართული. ამ კონტექსტით, ლევან იზორიამ ყურადღება გაამახვილა თავდაცვის ბიუჯეტზე, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს წარმოადგენს.

მისი განმარტებით, თავდაცვის ბიუჯეტის 20% შეიარაღებული ძალების აღჭურვისკენაა მიმართული, რაც ნატო-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტანდარტია.

ლევან იზორიას თქმით, ალიანსის რვა წევრ ქვეყანასთან ერთად, საქართველო ნატო-ს სტანდარტებს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, უწყების შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგია 2019-2025 წლების პერიოდს მოიცავს და მასში განსაზღვრულია ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა