დავით ბაქრაძე - მცირე მთავრობის ინიციატივა არის სწორი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც დღემდე აკეთებდა "ქართული ოცნება"

მცირე მთავრობის ინიციატივა არის სწორი, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც დღემდე აკეთებდა "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე თვის წინ, სამინისტროების გაერთიანებისას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დებდა პირობას, რომ ამოცანა იყო ხარჯის შემცირება, სინამდვილეში კი არც ერთი თეთრი არ დაზოგილა.

„მთელი ეს პროცესი, დაწყებული უმრავლესობის სხდომით, სადაც ვითომ „იუნისეფის“ კვლევაზე იყო საუბარი, შემდეგ ბახტაძის არჩევით, რომელიც ყველაზე გამოუცდელი გახლავთ ამ გუნდშიც კი და შემდეგ დროებითი მთავრობის კონცეფცია და მინისტრები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან მობრძანებული, ოღონდ არ იციან, ორი კვირის მერე იქნებიან თუ არა მთავრობაში - ტოვებს ღრმად არასერიოზულ შთაბეჭდილებას და აღრმავებს იმ აზრს, რომ ამ გუნდს არ შეუძლია ქვეყნის ნორმალურად მართვა. ამიტომ ბუნებრივია, რომ "ევროპული საქართველო" მხარს არ დაუჭერს წარმოდგენილ გუნდს და ჩვენ ვიქნებით ძალიან კრიტიკული ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც აწუხებს დღეს ჩვენს მოსახლეობას",- განაცხადა ბაქრაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა