ლევან დავითაშვილი - მწვანე ეკონომიკის შექმნა და გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტულობა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა

მწვანე ეკონომიკის შექმნა და გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტულობა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა გარემოს დაცვის საკითხების პრიორიტეტულობას და აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწორედ მწვანე ეკონომიკის შექმნაა.

“გაერთიანებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების პირობებში, გარემოს დაცვის მიმართულება მნიშვნელოვნად არის გაძლიერებული. უნდა აღინიშნოს, რომ მდგრადი განვითარების პირობებში ეკონომიკის განვითარება არის პერსპექტიული და ამავე დროს ეკოლოგიური ასპექტების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს