ევროკავშირში სავიზო კოდექსის რეფორმირების საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირის ხელმძღვანელობამ მოლაპარაკებები დაიწყო სავიზო კოდექსის რეფორმირების საკითხზე, რომელიც იმ ქვეყნებში ვიზების გაცემის გამკაცრებას ითვალისწინებს, რომლებიც სათანადოდ არ თანამშრომლობენ რეადმისიის საკითხებში. ამის შესახებ ევროკავშირის პრესსამსახური იუწყება.

სამშაბათს ევროკავშირმა საბჭოს სახელით დაამტკიცა მოლაპარაკებების მანდატი სავიზო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, საბჭო დაიწყებს მოლაპარაკებებს ევროპულ პარლამენტთან მაშინვე, როგორც კი ის საკუთარ პოზიციას დაამტკიცებს.

„განახლებული რეგულირება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის მოდერნიზების საშუალებას იძლევა, აამაღლოს უსაფრთხოება და გააფართოოს სამიგრაციო გამოწვევებზე რეაგირების ინსტრუმენტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„კომისია რეგულარულად შეაფასებს მესამე ქვეყნების თანამშრომლობას რეადმისიის საკითხებში. იმ შემთხვევებში, როდესაც ქვეყანა არ თანამშრომლობს, კომისია საბჭოს შესთავაზებს, მიიღოს გადაწყვეტილება კონკრეტული შემზღუდველი სავიზო ზომების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ვიზების დამუშავებასთან და სავიზო მოსაკრებელთან“, - ნათქვამია ამავე განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა