გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა მიმართ დაწერილი საჩივრების ნაწილი, ძირითადად საქმეთა გაჭიანურებას და კანონიერებას ეხება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მოსამართლეთა მიმართ დაწერილი საჩივრების ნაწილი, რომლებიც დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურში შედის, ძირითადად საქმეთა გაჭიანურებას და კანონიერებას ეხება.

როგორც გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, დასკვნებს, რომელსაც დამოუკიდებელი ინსპექტორი ამზადებს და შემდეგ განსახილველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გადაეცემა, ყველა მათგანი კომპეტენტურია და მაღალი ხარისხით არის მომზადებული.

"დაახლოებით 6 თვეა, რაც ინსპექტორი ახორციელებს თავის უფლება- მოსილებას. ვნახეთ ინსპექტორის მიერ წარმოდგენილი კომპეტენტური დასკვნები. რაც შეეხება საჩივრების სახეობებს, პრეტენზიებია გადატვირთულობაზე, რაც გამოწვეულია ვადების გაჭიანურებით. აგრეთვე, ბევრი საჩივარია კანონიერებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება იმას, კონკრეტულად რომელი მოსამართლის მიმართ შესული საჩივარი იქნა განხილული, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა განმარტა, დისციპლინური სამართალწარმოება კონფიდენციალურია და ამიტომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

"ინსპექტორი ამზადებს დასკვნებს, რომლის მიხედვითაც შემდეგ საბჭო იხილავს საკითხს. მინდა გითხრათ, რომ ინსპექტორისგან ძალიან კომპეტენტური და მაღალი ხარისხის დასკვნები შემოდის. საქმეები ამომწურავად არის შესწავლილი", - განაცხადა მიქაუტაძემ.

დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ მისი საქმიანობის 6- თვიანი ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს წევრები, ასევე ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე.

გარდა ამისა, ღონისძიებაზე დამოუკიდებელი ინსპექტორის ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა