პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე მოსახლეობას ზაფხულში საკვებთან და წყალთან დაკავშირებით რეკომენდაციებს აძლევს.

პაატა იმნაძის განმარტებით, ზაფხულში ნაწლავთა ინფექციების საშიშროებაა, ასევე, დაუბანელი ხელით განპირობებული დაავადებები დაახლოებით 25% -ით მეტია სხვა სეზონებთან შედარებით.

იმნაძის თქმით, აუცილებელია ტემპერატურული რეჟიმის დაცვა, რადგან პროდუქტების მაცივრის გარეთ შენახვა საშიშია.

"ყოველგვარი სალათი, რომელიც შეკმაზულია რძის პროდუქტებით, ძალიან დიდ საშიშროებას წარმოადგენს ხოლმე. არაფერს არ უნდა ვერიდოთ, თუ კარგადაა მომზადებული. ერთადერთი კრემიანი ნამცხვრები, ქათმის სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

რაც შეეხება წყალთან დაკავშირებულ შეკითხვას, პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ თუ წყალი ცენტრალიზებულია და კარგად დეზინფექცირდება, მისი მიღება პრობლემას არ წარმოადგენს.

"თუ წყლის ხარისხში ეჭვი გვაქვს, ნებისმიერი წყალი უსაფრთხო ხდება ერთ წუთიანი დუღილის შემდეგ", - განაცხადა იმნაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა