არჩილ თალაკვაძე - მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები

ჩვენ ველოდებით, რომ წარმოდგენილი იქნება ძალიან აქტიური და საინტერესო შემადგენლობა მინისტრთა კაბინეტის და რაც მთავრია, ეს შემადგენლობა უნდა პასუხობდეს იმ ამოცანებს და ხედვას, რომელსაც განვიხილავთ და რომელიც წარმოადგინა მამუკა ბახტაძემ,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკავაძემ. მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, იყოს კოორდინაცია და თანამშრომლობა პარლამენტთან და მამუკა ბახტაძემ გამოხატა მზაობა, რომ პარლამენტთან იქნება თანამშრომლობა.

„მამუკა ბახტაძემ წარმოადგინა ძალიან კონკრეტული, ქმედითი ნაბიჯები, ეს არის: ფინანსური ამნისტია, განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაზე მეტი ინვესტირება, გადასახადების დაწევა, პოლიციელებისთვის, მეხანძრე–მაშველებისთვის ხელფასების ზრდა, ამის გარდა, არის 32 მიმართულება და ინიციატივა, რომელიც მის გეგმაში არის წარმოდენილი და ჩვენ მივესალმებით, რომ ქმედითი, ძალიან კონკრეტული ნაბიჯები აქვს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატს, რომელიც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობასა და საჭიროებებზე აისახება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამ სხდომის მთავარი მიზანია, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ და ნდობა გამოუცხადონ პრემიერ–მინისტრს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ის პრიორიტეტები, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“ , რომელიც უნდა შესრულდეს. მთავარი ადგილი ეთმობა სოციალურად დაუცველების პრობლემების მოგვარებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეტი და ძლიერი ეკონომიკა იყოს თითოეულ ოჯახში“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა